ყოველწლიურად მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე მრავალი მოდელი ჩნდება, თუმცა ჩინეთის ბაზარი ავტომწარმოებლებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ავტოექსპერტებმა ჩინეთში გაყიდვადი ყველაზე პოპულარული ავტომობილები გამოავლინეს.
რეიტინგს Volkswagen Sagitar ხსნის, ეს ავტომობილი ჩვენთან Jetta-ს სახელით არის ცნობილი. მოდელი 2017 წელს 332 733 ეგზემპლარი გაიყიდა.
მეცხრე პოზიცია 333 485 გაყიდული ავტომობილით Toyota Corolla-ს უჭირავს. მოდელს ორი კომპანია აწარმოებს – FAW და GAC, თუმცა GAC-იმ ის ცოტათი შეცვალა და Levin დაარქვა.
მერვე ადგილზე 335 467 გაყიდული მოდელით Trumpchi GS4 განთავსდა.
შვიდეულს Baojun 510 ხსნის, რომელიც ბაზარზე ახალბედაა, მაგრამ 363 949 ჩინელის გული უკვე მოიგო.
ერთი პოზიციით წინ არის Geely Boyue, რომელიც შარშან 386 885 ერთეული გასხვისდა.
მეხუთე ადგილზე Nissan Sylphy დასახელდა, მან 405 000 ერთეული გაყიდა და კომპანიის ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდა.
მეოთხე და მესამე ადგილები Buick Excelle-მა და Volkswagen Lavida-მ გაინაწილეს.
ვერცხლის ჯილდო Haval H6-ს ერგო, 506 000 გაყიდული ავტომობილით.
და ბოლოს, ჩინეთში ყველაზე პოპულარული მოდელი არის Wuling Hong Guang, რომელიც Haval-ს მთელი 27 000 ავტომობილით უსწრებს.