LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანმა უზბეკეთის პრეზიდენთან შეხვედრაზე არველაძეებზე ისაუბრა (ვიდეო)

31

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთშია. ის ტაშკენტში, ქვეყნის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან ერთად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

საინტერესოა, რომ სტუმართა შორის ტაშკენტის „ფახტაკორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე და მისი ტყუპისცალი, ამავე გუნდის სპორტული დირექტორი არჩილ არველაძე მიიწვიეს, რომლებიც თურქულ „ტრაბზონსპორში“ წლების განმავლობაში თამაშობდნენ და კლუბის ლეგენდები არიან.

„აქ არიან შოთა და არჩილი, რომლებიც ჩვენთან, თურქეთში წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ და ახლა გუნდს უზბეკეთში წვრთნიან. ეს შესანიშნავი კომბინაციაა“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ამ შეხვედრაზე „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე პოსტი შოთა არველაძემ გაავრცელა.

„შეხვედრაზე მე და აჩიც ვიმყოფებოდით. მოულოდნელად, ერდოღანმა ჩემზე და აჩიზე დაიწყო ლაპარაკი, შემდეგ სცენაზე ასვლა გვთხოვა. მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენს მიმართ გულთბილი დამოკიდებულებით. ასევე, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს თბილი შეხვედრისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია ასეთ მასშტაბურ ფორუმზე მათთან შეხვედრა“, – წერს შოთა არველაძე.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=21&v=62bIk4RhiP8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები