საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ქუვეითის სახელმწიფოს კიდევ ერთი ავიაკომპანია Kuwait Airways იწყებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის მიხედვით, ელ-ქუვეითი – თბილისი – ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისებს ავიაკომპანია მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 10 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
რეგულარული საჰაერო მიმოსვლისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანია Kuwait Airways-ს სამოქალქო ავიაციის სააგენტოს მიერ 26 აპრილს მიენიჭა.
ცნობისთვის, საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ასრულებდა. 2017 წლიდან, აღნიშნული მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულება Kuwait Wataniya Airways-მა დაიწყო, მიმდინარე წლის ივნისიდან კი ფრენებს Jazeera Airways განახორციელებს.