გასულ კვირას ჯენიფერ ლოპესი მეგობარ მამაკაცთან ერთად ნიუ-იორკში ჟურნალ Time-ის მიერ ორგანიზებულ გალა-ვახშამს დაესწრო. მომღერალი და მსახიობი წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიის სათავეში მოექცა და ღონისძიების მთავარი მასპინძელიც გახდა. წითელ ხალიჩაზე ეფექტური კაბის დემონსტრირებისა და სასცენო წარმოდგენების შემდეგ, ლოპესი ფოტოგრაფებმა ქუჩაში გადაიღეს, როცა ის წვეულებას ტოვებდა. ლოპესს გარეთაც უამრავი რეპორტიორი და გულშემატკივარი ელოდა.
საინტერესოა, რომ წვეულებაზე წარმოდგენილი შთამბეჭდავი ლუქების შემდეგ, ლოპესმა მოდის მოყვარულები არც შემდეგ დატოვა იმედგაცრუებული. ის თეთრი ფერის ბეწვის ქურქში გამოჩნდა, ანსამბლს კი კლატჩი და უძვირფასესი ბრილიანტები ასრულებდა.