LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს საწვავი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში – აპრილის თვის მიმოხილვა

105

,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” მიმოხილვას აქვეყნებს საწვავის ფასებზე, აპრილის თვის შუა რიცხვების მდგომარეობით.

,,ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,01 ევროთი და შეადგენს საშუალოდ 1,24 ევროს/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ისლანდიაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში.  ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.  კერძოდ, ისლანდიაში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,73 ევროს (დაახლოებით 5,23 ლარი (საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), დიზელის საწვავი – 1,67 ევროს (დაახლოებით 5,05 ლარი); ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,79 ევროს (დაახლოებით 5,41 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,72 ევროს (დაახლოებით 5,20 ლარი), დიზელის საწვავი – 1,40 ევროს (დაახლოებით 4,23 ლარი); ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,76 ევროს (დაახლოებით 5,32 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,66 ევროს (დაახლოებით 5,02 ლარი), დიზელის საწვავი – 1,56 ევროს (დაახლოებით 4,72 ლარი).

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,64 ევრო (დაახლოებით 1,98 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,56 ევრო (დაახლოებით 1,69 ლარი), დიზელის საწვავი – 0,54 ევროს (დაახლოებით 1,63 ლარი). ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორებიც არიან:  სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და მოლდოვა. კერძოდ, სომხეთში – 1 ლიტრი სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,83 ევროს (დაახლოებით 2,51 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,80 ევროს (დაახლოებით 2,42 ლარი), დიზელის საწვავი – 0,78 ევროს (დაახლოებით 2,36 ლარი);  აზერბაიჯანში –  სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,72 ევროს (დაახლოებით 2,18 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,60 ევროს (დაახლოებით 1,81  ლარი); დიზელის საწვავი – 0,29 ევროს (დაახლოებით 0,88 ლარი); უკრაინაში – სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,94 ევროს (დაახლოებით 2,84 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,90 ევროს (დაახლოებით 2,72 ლარი), დიზელის საწვავი – 0,83 ევროს (დაახლოებით 2,51 ლარი); მოლდოვაში – სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,95 ევროს (დაახლოებით 2,87 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,91 ევროს (დაახლოებით 2,75 ლარი), დიზელის საწვავი – 0,80 ევროს (დაახლოებით 2,42 ლარი)”, – ნათქვამია ,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები