დავით კენჭიაშვილის სოლოკონცერტი 7 ოქტომბერს დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ამის შესახებ თავად მომღერალმა გაავრცელა ინფორმაცია საკუთარი „ფეისბუქის“ საშუალებით.
დათო კენჭიაშვილის უამრავი სიმღერა დიდი პოპულარობით სარგებლობს, მომღერალს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. მისი სიმღერები აქტიურად ტრიალებს რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში.
კონცერტზე ის თავის ყველა ცნობილ სიმღერას შეასრულებს.
კონცერტის დასაწყისი: 20:00 სთ.