ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა Rolls-Royce-მა თავისი YouTube-ის გვერდზე კომპანიის პირველი ქროსოვერის, Cullinan-ის ტესტების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ავტომობილის ცდები დუბაისთან ახლოს, უდაბნოში მიმდინარეობდა.
ახალი Rolls-Royce Cullinan-ს საფუძვლად ზე მსუბუქი ალუმინის პლატფორმა უდევს, რომლის გამოყენებასაც მომავალში ბრიტანული ბრენდის სხვა მოდელებისთვისაც გეგმავენ. სიახლეს სავარაუდოდ Phantom-ის ახალი თაობის ძრავი ექნება. საუბარია 6,75 ლიტრიან ბიტურბირებულ V12 ძრავზე, რომელიც 671 ცხენის ძალას ავითარებს. ის რვა საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან და სრულ ამძრავთან ტანდემში მუშაობს. Rolls-Royce Cullinan-ის შემუშავება სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ცოტა ხნის სინ ფინალური ცდები დაიწყო, რომელსაც National Geographic აშუქებს.
სიახლის პრეზენტაცია ზაფხულში, სპეცღონისძიების შედგება.