LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ უფრო სწრაფია 300 კმ/საათამდე აჩქარებაში: BMW M5, Cadillac CTS-V, Mercedes-AMG E 63 თუ Porsche Panamera (ვიდეო)

48

გერმანულმა ჟურნალმა Sport Auto-მ ოთხი ავტომობილის ასწრაფების დინამიკა შეადარა ერთმანეთს, ესენია: ახალი თაობის BMW M5, Cadillac CTS-V, Mercedes-AMG E 63 S და Porsche Panamera Turbo S E-Hybrid. ავტომობილები ნულიდან სამას კილომეტრ/საათამდე აჩქარდნენ.

თითოეული აღჭურვილია რვა ცილინდრიანი დამბერიანი ბენზინის ძრავით. BMW M5 დაკომპლექტებულია 4,4 ლიტრის მოცულობის ძრავით, რომელიც 600 ცხენის ძალას ავითარებს, Cadillac CTS-V-ს კაპოტ ქვეშ 6,2 ლიტრიანი აგრეგატი აქვს, რომელიც 649 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, Mercedes-AMG E 63 S აღჭურვილია 612 ცხენის ძალის მქონე ოთხ ლიტრიანი ძრავით, ხოლო Porsche Panamera Turbo S E-Hybrid-ის სიმძლავრე 680 ცხენის ძალაა.

ამ ოთხეულიდან პირველმა 300 კმ/სთ Mercedes-AMG E 63 S-მა განავითარა და ამისათვის მას 28 წამი დასჭირდა. ერთი წამით ჩამორჩნენ BMW და Porsche. ხოლო Cadillac-მა ამ დროში მხოლოდ 280 კმ/საათის აკრება მოასწრო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები