LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქელები და სხვები: რამდენს ხარჯავენ კლუბები ფეხბურთელებში

30

არც ერთ კლუბს თანამედროვე ფეხბურთში იმდენი ფული არ დაუხარჯავს ფეხბურთელების საყიდლად, რამდენიც ”მანჩესტერ სიტის”. ემერიკ ლაპორტეს შეძენის შემდეგ ”ქალაქელთა” საერთო ღირებულებამ სარეკორდო მაჩვენებელს – 878 მლნ ევროს მიაღწია.

“სიტი” ამ მაჩვენებლით უსწრებს ისეთ კლუბებს, როგორებიც არიან პსჟ (საერთო ღირებულება 805 მლნ ევრო), ”მანჩესტერ იუნაიტედი” (747 მლნ ევრო) და ”ბარსელონა” (725 მლნ ევრო). მხოლოდ ამ კლუბებმა დახარჯეს ძირითადი შემადგენლობის ჩამოსაყალიბებლად 700 მლნ ევროზე მეტი.

ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბების საშუალო ღირებულება 97 მლნ-დან 291 მლნ ევრომდე მერყეობს.

საშუალო ღირებულებები ასეთია:

პრემიერლიგა – 291 მლნ ევრო
ლა ლიგა – 131 მლნ ევრო
სერია ა – 124 მლნ ევრო
ბუნდესლიგა – 113 მლნ ევრო
ლიგა 1 – 97 მლნ ევრო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები