ჰელსინკი ყავის ფესტივალისთვის ემზადება. 20-22 აპრილს ფინეთის დედაქალაქი კოფეინის სამყაროდ გადაიქცევა და ათასობით ყავის მოყვარულს უმასპინძლებს. ფესტივალის სტუმრები გაიგებენ, თუ როგორ მოამზადონ უგემრიელესი ყავა სახლში და ასევე მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოყვანილი ყავის სახეობები სრულიად უფასოდ დააგემოვნონ.
ყავის დღესასწაულს ბევრი ცნობილი დიჯეი დაესწრება და ბევრი საინტერესო ღონისძიებაც გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 12-დან 30 ევრომდე მერყეობს.