LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთგული“ ბარათი და „ვისოლი“ მომხმარებლებს ერთობლივ აქციას სთავაზობენ

46

„თიბისი ბანკის“ „ერთგული“ ბარათი და კომპანია „ვისოლი“ მომხმარებლებს ერთობლივ აქციას სთავაზობენ. „თიბისი ბანკის” ინფორმაციით, შეთავაზების მიხედვით, იმ მომხმარებლებს, რომლებიც აპრილში სამჯერ შეიძენენ მინიმუმ 50 ლარის ღირებულების საწვავს „ვისოლის“ ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურზე, საჩუქრად 20 ერთგული ქულა დაერიცხებათ.

მათივე განმარტებით, ანგარიშსწორებისას აუცილებელია „თიბისი ბანკის“ ნებისმიერი ბარათის გამოყენება.

შეთავაზება 1-ლი აპრილიდან 30 აპრილამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობა პირველ 3 000 მომხმარებელს შეეძლება. ქულების დახარჯვა და სასურველი პროდუქტის ან მომსახურების შეძენა სამი თვის განმავლობაში „ერთგულის“ ნებისმიერ პარტნიორ კომპანიაში იქნება შესაძლებელი“, – აცხადებენ “თიბისი ბანკში“.

მათივე განმარტებით, მომხმარებლებს აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა „ერთგულის“ ვებგვერდზე შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები