ნორვეგიაში მომავლის სასტუმროს აშენებენ. სასტუმრო Svart პოლარული წრის სიახლოვეს განთავსებდა და ის იქნება მსოფლიოში პირველი სასტუმრო, რომელიც ენერგიას დამოუკიდებლად გამოიმუშავებს.
იდეის ავტორთა ინფორმაციით, ინოვაციური სასტუმრო სხვა სასტუმროებისგან განსხვავებით ელექტროენერგიის გამოყენებას 85%-მდე შეამცირებს. რაც შეეხება დაწესებულების დასახელებას, ის ნორვეგიულად შავ ფერს აღნიშნავს და ყინულის შეფერილობის აღსაწერად იყენებენ ხოლმე.
ინოვაციური სასტუმროც ყინულებს შორის განთავსდება და სტუმრებს მართლაც დაუვიწყარი ხედი გადაეშლებათ.