LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდება რარიტეტული ავტობუსი „ახალგაზრდობა“

338

ევროპულ ონლაინ პლატფორმებზე გაჩნდა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იყიდება რარიტეტული ავტობუსი ЗИЛ-188, რომლის მფლობელიც კიევიდან არის. აღსანიშავია, რომ სატრანსპორტო საშუალება 1960-იან წლებში საბჭოთა პოლიტიკური ელიტისთვის იყო განკუთვნილი.

უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა ავტობუსი ЗИЛ-188 იგივე „Юность“ 1964 წელს გამოვიდა. მთლიანობაში რუსულმა წარმოებამ ამ წელს ათი ასეთი ავტობუსი ააწყო.

მისი მეპატრონე იწრმუნება, რომ გარბენი მხოლოდ 1000 კილომეტრია.

კაპოტ ქვეშ მოდელს V8 ძრავი აქვს, მაქსიმალური სიჩქარე კი 120 კილომეტრს უტოლდება.

საინტერესოა, რომ თავის დროზე ЗИЛ-188-მ 123 სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდო მიიღო, ამერიკულ ავტოგიგანტ Ford-ს კი მისი შეძენა სურდა, რომ ავტობუსის აწყობა აშშ-ში გაეგრძელებინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები