LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი საქართველოში თამაშობს, ჯანო მადლობელია

32

საქართველოსა და ესტონეთის მატჩის მეორე დღიდან სოციალურ ქსელებში ვაკო ყაზაიშვილის მიერ გატანილი გოლი ვირუსულ ვიდეოდ იქცა. „სქაი სპორტისა“ და „მარკას“ შემდეგ ამ საოცარ გოლს ვაკოს კლუბის, „სან-ხოსეს“ ოფიციალური საიტი და კიდევ რამდენიმე ვებ-გამოცემა ეხმაურება.

„მესი საქართველოს ნაკრებში თამაშობდა“, „მსოფლიო კლასი!“, „ქედი მოიხარეთ ვაკოს წინაშე“… ასეთია მედიის გამოხმაურება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 24 და 27 მარტს ამხანაგური მატჩები ლიტვასთან (4-0) და ესტონეთთან (2-0) გამართა, ივლისში ლუქსემბურგთან და მალტასთან ითამაშებს.

 

 

რომში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ჯანო ანანიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

“ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. გარკვეული პერიოდი რეაბილიტაციას დასჭირდება და იმედი მაქვს, ეს დრო მალე გაივლის. ჩემთვის ძალიან მძიმე და რთული წარმოსადგენი იყო ის, რაც მოხდა. ხანგრძლივი პერიოდი გამიცდა და მინდორზე დაბრუნებულს ისევ ასეთი სამწუხარო ფაქტი შემემთხვა. ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემდამი მხარდაჭერას და გვერდში დგომას განსაკუთრებულად ვგრძნობ, რისთვისაც მადლობელი ვარ და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დღეებში გვერდში დამიდგა და ჩემი ტკივილი გაიზიარა” – დაწერა ჯანომ.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე საქართველო – ლიტვის ნაკრებების ამხანაგური მატჩშისას დაშავდა და ჯვარედინი მყესების ოპერაცია რომში, კლინიკა ”ვილა სტიუარტში” ჩაუტარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები