LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

31 მარტს ვროცლავიდან ქუთაისისკენ პირველი რეისი შესრულდება

33

31 მარტს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz air ვროცლავიდან ქუთაისის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისი – ვროცლავის ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს განხორციელდება. ავიაბილეთების შეძენა კი შესაძლებელია ავიაკომპანია Wizz air-ის  ვებგვერდზე: www.wizzair.com

შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ ახალი მიმართულებების დამატებაზე მუშაობს. შეგახსენებთ, 2018 წელს პირველი ახალი მიმართულება – რიგა-ქუთაისი, 25 მარტს შესრულდა. 17 მაისიდან კი ქუთაისის  აეროპორტში  Wizz air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დადგება, რომელიც რეისებს ევროპის უდიდესი ქალაქების: ათენის, პარიზის, რომის, ბარსელონასა და პრაღის მიმართულებით შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები