18 აპრილს მსოფლიო ეკრანებზე კოლუმბიელი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის შესახებ გადაღებული ახალი ფილმი გამოდის. ინტერნეტში კი ფილმის ვრცელი ოფიციალური თრეილერი გავრცელდა. კინოსურათში მთავარ როლს მეუღლეები, ჰავიერ ბარდემი და პენელოპა კრუსი ასრულებენ. ფილმს ფერნანდო ლეონ დე არანოა იღებს, რომელიც უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. სწორედ მან დაითანხმა ჰავიერ ბარდემი პაბლო ესკობარის როლი შეესრულებინა. პენელოპა კი ფილმში ჟურნალისტის როლს განასახიერებს, რომელსაც კრიმინალური სამყაროს ავტორირეტი უყვარდება.
43 წლის პენელოპა კრუსისა და 49 წლის ჰავიერ ბარდემისთვის ეს არაა პირველი ერთობლივი ფილმი. მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაიცნეს. სასიყვარულო ურთიერთობა კი ფილმ „ვიკი, კრისტინა, ბარელონას“ გადაღებებზე დაიწყეს. გადაღებების დასრულებისთანავე კი დაქორწინდნენ. ბარდემსა და კრუსს საერთო ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავთ.