LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოხდა სინამდვილეში: პოლიციამ უპილოტო ავტომობილის ავარიის ჩანაწერი გამოაქვეყნა

44

ქალაქ ტემპის პოლიციის განყოფილებამ  Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე Uber-ის უპილოტო ავტომობილის მიერ განხორციელებული ვიდეო გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დამოუკიდებლად მართვადი ავტომობილი ქალს დაეჯახა, რომელიც მიღებული ტრამვების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რგოლში ჩანს, რომ ავტომობილში ავტონომიური მართვის რეჟიმია გააქტიურებული და მძღოლი-გამომცდელი მართვაში არ მონაწილეობს. ვიდეოში ჩანს, რომ ქალმა გზა ცუდად განათებულ ადგილზე, ავტომობილების სავალ ნაწილზე გადაკვეთა.

შეგახსენებთ, ეს აშშ-ში პირველი შემთხვევაა, როდესაც ავტონომიური მართვის მქონე სისტემამ ადამიანი მოკლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები