“პობედამ“ მგზავრებს სპორტული რეგისტრაცია მოუწყო. საინტერესო აქცია პეტერბურგის აეროპორტში გაიმართა და მისი მიზანი „აეროფლოტის“ 95 წლის იუბილის აღნიშვნა იყო.
აეროპორტში მოეწყო სპეციალური ზონა, რომელშიც სპორტული ინვენტარი განთავსდა და მგზავრებს სხვადასხვა ვარჯიშების შესრულება შესთავაზეს. აქტივობებს პროფესიონალი ინსტრუქტორები აკონტროლებდნენ და ყველაფერმა ტრავმების გარეშე ჩაიარა.
აღსანიშნავია, რომ სპორტულ რეგისტრაციაში არამხოლოდ მგზავრები არამედ აეროპორტის თანამშრომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. ავიაკომპანიამ ყველა „სპორტსმენი“ სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვა.