უპილოტო ავტომობილმა ჩაძინებული მგზავრი და ბავშვი ჩვეულებრივ გზებზე ატარა. უპილოტო ავტომობილების მწარმოებელმა Waymo-მ აჩვენა, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები მძღოლის გარეშე გადაადგილებას. კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სრულიად შემთხვევითი მგზავრები არიან დაფიქსირებული. საინტერესო პროგრამა Early Rider-ს არიზონას შტატმა უმასპინძლა. მოხალისეებს მინივენი Chrysler Pacifica ემსახურებოდა და ხელოვნურმა ინტელექტმა დავალებას თავი არაჩვეულებრივად გაართვა. ტეტს-დრაივი ჩვეულებრივ გზაზე გაიმართა და ამ მომენტისთვის უპილოტო მინივენს 8 მილიონი კმ აქვს გავლილი. ვირტუალურ რეალობაში დაფარული მანძილი კი ბევრად მეტი 4 მილიარდ კმ-ია. საინტერესოა, რომ სასწავლო ტესტირების დროს უპილოტოს 20 ათასამდე საგზაო ობიექტისა და სიტუაციის ამოცნობა ასწავლეს. შეგახსენებთ, რომ waymo 2016 წელსაა შექმნილი და ის Google-ის მიერ 2009 წელს დაწყებული უპილოტო ავტომობილების პროგრამის ნაწილია.