მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია. ბედნიერების შემსწავლელმა ინსტიტუტმა „The Happiness Research Institute“ 2017 წელი შეაჯამა და შესაბამისი რეიტინგიც შეადგინა. გასული წლის მონაცემებით ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია, მეორე და მესამე ადგილს კი ნორვეგია და დანია იკავებენ.
აღსანიშნავია რომ სიაში მოხვედრილი ქვეყნების უმრავლესობა ევროპაში მდებარეობს. მაგალითად მეოთხე და მეხუთე პოზიციაზე ისლანდია და შვეიცარია განთავსდნენ. ტოპ-10-ში კი ასევე – ჰოლანდია, კანადა, ახალი ზელანდია, შვედეთი და ავსტრალიაც მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე ბედნიერი ქვეყნების გამოსავლენად ექსპერტები ისეთ კრიტერიუმებს ითვალისწინებენ, როგორიცაა – მთლიანი შიდა პროდუქტი, უმუშევრობის დონე, ინფლაცია, ბიზნეს გარემო და მოსახლეობის ზოგადი განწყობა.