თბილისის მეტროში, მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, მოძრაობა სრულად 15:45 წუთზე აღდგა.
როგორც “ფორტუნას” თბილისის ტრანსპორტის სამსახურში განუცხადეს, მეტროპოლიტენში გადაადგილება ყველა სადგურზე შეუფერხებლად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, მატარებლის დაჯახების შედეგად, დღეს “დიდუბე-გოცირიძის” დამაკავშირებელ ღია მონაკვეთზე, მამაკაცი გარდაიცვალა.
ამ დრომდე, მეტროში მოძრაობა “ვაგზლის მოედნიდან” მხოლოდ “ვარკეთილის” მიმართულებით იყო შესაძლებელი.