პარიზის მუზეუმი შიშველი ექსკურსიისთვის ემზადება. ინოვაციურ ტურს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს. მხოლოდ ერთი დღით, 5 მაისს, მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, რომელიც 8 ათასამდე ექსპონანტს აერთიანებს და მე-20 საუკუნის მრავალფეროვნებასყველაზე უკეთ ასახავს – ნუდისტებს დაუშვებენ.
იმისათვის, რომ შიშველმა ვიზიტორებმა გალერეაში შესვლა შეძლონ, პარიზის ნუდისტთა ასოციაციის გვერდზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ისინი შეძლებენ, რომ ტანსაცმელი მუზეუმის შესასვლელში დატოვონ და ხელოვნების ნიმუშებს შორის სრულიად შიშვლებმა ისეირნონ.
შეგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხანია რაც პარიზი არამხოლოდ სიყვარულის, არამედ ნუდიზმის ქალაქიცაა. დედაქალაქში 2,6 მილიონი ნუდისტი ცხოვრობს, დამატებით 2 მილიონი ნუდისტი კი მას სხვადასხვა ქვეყნებიდან აკითხავს ხოლმე.