LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერსედესმა ფარებს „ხატვა“ ასწავლა

87

კომპანია Mercedes-Maybach ჟენევის ავტოსალონზე ახალი სისტემა Digital Light წარმოადგინა. ინოვაციური სისტემის მეშვეობით ფარებს გზაზე ელექტრონული მინიშნებების გაკეთება და საგზაო პირობების მიხედვით ავტომატურად შეცვლა შეუძლიათ. პირველი ავტომობილი, რომელიც განახლებულ ფარებს მიიღებს  Mercedes-Maybach S-Class გახდება. ბრენდის კლიენტებს სიახლის შესახებ ინფორმაცია წლის ბოლომდე დაეგზავნებათ. სისტემის მუშაობის პრინციპი კი საკმაოდ მარტივია. თითოეულ ფარში ჩამონტაჟდება მიკროჩიპი, რომელზეც მილიონობით მიკრო გამოსახულება იქნება დატანილი. მათი მეშვეობით სხივი უამრავ პატარა პიქსელად იყოფა და თითოეული მათგანის ფორმა დამოუკიდებლად დარეგულირდება. გადამცემებისა და სენსორების დახმარებით ავტომობილს განათების რეგულირება რეალურ დროში, რელიეფისა და სხვა გარე ფაქტორების გათვალისწინებით შეეძლება.

რაც შეეხება Mercedes-Maybach-ის ახალ სედანს, მისი დებიუტი თებერვლის თვეში შედგა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები