LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი გოგო დანიაში: უყურე ფეხბურთს სპა-აუზიდან (ფოტო)

43

დანიურმა კლუბმა საფეხბურთო მოედნის გვერდით მდებარე სპა-აუზის ბილეთები გაათამაშა, რომელშიც საცურაო კოსტუმში გამოწყობილი სამი გოგონა ცურავდა.

თოვლისა და ყინვის მიუხედავად, მაყურებლებს საკმაოდ დასცხათ.

დანიურმა კლუბმა ”ჰობრომ” ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან, ”კოპენჰაგენთან” დაპირისპირებამდე საკმაოდ საინტერესო აქცია მოიფიქრა.

მოედნის გვერდით სპა მოეწყო, რომელში ცურვის უფლებაც ვიქტორინის გამარჯვებულმა გოგონამ მოიპოვა. მან თავისთან მეგობრებიც მიიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ „ჰობრომ“ მატჩი 0:2 წააგო, გუნდის სალაროს 1300 ევრო შეემატა, გულშემატკივარმა კი იხალისა.

მატჩის დღეს ჰობროში ტემპერატურა -4 ’C იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები