LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხერხული მომენტი „ოსკარებიდან“ – ნასვამმა ჯენიფერ ლოურენსმა სავარძლებს გადააბიჯა

23

ჯენიფერ ლოურენსმა ყოველწლიური ტრადიცია არც წელს დაარღვია და „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიაზე უჩვეულო გამოსვლით მაყურებლებს თავი დაამახსოვრა. მსახიობმა, რომელმაც ღონისძიების მსვლელობისას ცოტა ალკოჰოლი დალია, საკუთარ ადგილამდე მისვლა „არაოფიციალური“ გზით გადაწყვიტა.

უფრო კონკრეტულად კი, ფოტოგრაფებმა სწორედ ის მომენტი გადაიღეს, როდესაც 27 წლის მსახიობს ერთ ხელში ხელჩანთა ეჭირა, მეორეში კი ჭიქა ღვინო, თავის ადგილამდე მისვლას კი ის სავარძლების გადაბიჯებით ცდილობდა. გზად იგი სელმა ჰაიეკსა და მერილ სტრიპსაც გამოელაპარაკა.

შეგახსენებთ, რომ წინა წლებში ლოურენსი ასევე გახდა რამდენიმე სასაცილო ფოტოს ავტორი.

რაც შეეხება „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიას, ის რამდენიმე საათის წინ ლოს-ანჯელესში დასრულდა.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები