LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოიგე სტუმრად, გაიტანე ბევრი: სიტი რეკორდებს ეთამაშება, არსენალი ბევრს აგებს

11

პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩში ”არსენალი” ”მანჩესტერ სიტისთან” 0:3 დამარცხდა.

ეს ლონდონელთათვის 2018 წელს ყველა საკლუბო ტურნირის ჯამში განცდილი მე-7 მარცხია. ”არსენალმა” წელს უფრო მეტჯერ წააგო, ვიდრე პრემიერლიგის სხვა რომელიმე კლუბმა.
იანვარში, თებერვალსა და მარტში ”მეთოფეები” 4-ჯერ ჩემპიონატში დამარცხდნენ, თითოჯერ კი ინგლისის თასზე, ევროპის ლიგასა და ინგლისის ლიგის თასზე.

 

”მანჩესტერ სიტის ” მეკარემ, ედერსონმა ”არსენალთან” მატჩში პიერ ემერიკ ობამეიანგის დარტყმული პენალტი მოიგერია.

”ქალაქელთა” მეკარეებმა მიმდინარე სეზონში მათი კარის მიმართულებით დანიშნული 19 პენალტიდან 11 მოიგერიეს (მატჩისშემდგომი პენალტების სერიის გარდა).

”მანჩესტერ სიტიმ” ისტორიაში მეორედ, 1954/55 წლების სეზონის შემდეგ პირველად შეძლო პრემიერლიგის ეგიდით სტუმრად გამართულ მატჩებში დაემარცხებინა ”არსენალი”, ”ჩელსი” და ”მანჩესტერ იუნაიტედი”.

”მანჩესტერ სიტი” პირველი გუნდის ბოლო 55 წლის განმავლობაში, რომელმაც პრემიერლიგის 28 ტურში 82 გოლის გატანა შეძლო. ”ქალაქელებმა” ”ტოტენჰემის” 55 წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორეს.
1962-63 წლების სეზონში ლონდონელებმა 28 ტურში ასევე 82 გოლი გაიტანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები