მთის კლუბების ასოციაციის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით, ბაკურიანში სათხილამურო კლუბებს შორის პირველი შეჯიბრი გაიმართა. მასში მონაწილეობა ასოციაციაში გაერთიანებული სათხილამურო კლუბების 9-დან 11 წლამდე და 12-დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა მიიღეს.
შეჯიბრის პირველი ტური მოზარდებს შორის გიგანტურ სლალომში, ხოლო მეორე ტური სპეციალურ სლალომში ჩატარდა. ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ტურნირის მონაწილეებს ღონისძიების ფარგლებში საშუალება ჰქონდათ სათხილამურო სპორტში საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინათ.
შეჯიბრის ბოლოს მოზარდებს საჩუქრად სპეციალური პრიზები გადაეცათ. მთის კლუბების ასოციაცია ტურნირის ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბებას გეგმავს.