LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია, რომელშიც 60 ავტომობილი მონაწილეობს, დრონით გადაიღეს

23

ამერიკულ ავტობანზე, ნომრით 44, რომელიც ქალაქ მარშფილდთან ახლოს მდებარეობს და კანზასიდან 240 კილომეტრით არის დაშორებული, სერიოზული ავარია მოხდა, რომელშიც 60-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა და კიდევ 20 საცობში გაიჭედა. ავარიის შედეგები კონუელის მოხალისეთა სახანძრო ბრიგადამ დრონით გადაიღო.

Time წერს, რომ ავარიის მიზეზი ამინდი გახდა. პოლიციელების განცხადებით, ტემპერატურის ცვალებადობის გამო, თოვლი ჯერ სწრაფად დადნა, შემდეგ კი უცებ გაიყინა და გზა ყინულით დაფარა,. გაყინულ გზას ისევ ათოვდა, რამაც საგზაო ვითარება გაართულა. ამ ყველაფერმა კი კანზასის, მისურისა და აიოვას გზებზე საგზაო შემთხვევები გამოიწვია. აიოვას შტატში ასევე სერიოზული ავარია მოხდა, რომელშიც 70 ავტომობილი დაზიანდა.

მთლიანობაში 650 ავარია დაფიქსირდა, დაიღუპა 6 ადამიანი და ათამდე ადამიანმა ტრამვა მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები