LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სედანი, რომელსაც კლარკსონის პიანინო დაეცა, აუქციონიდან გაიყიდა (ვიდეო)

31

ონლაინ აუქციონზე eBay 1980 წელს გამოშვებული სედანი Morris Marina 1700HL გაიყიდა, რომელსაც პრომორგოლის გადაღების დროს ჯერემი კლარკსონმა პიანინო „დასცა“. ავტომობილში, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ აღადგინეს, 1961 ფუნტი გადაიხადეს.

ავტომობილის გამოყენება თავდაპირველად სხვადასხვა გამოფენებისთვის შოუქარად სურდათ, თუმცა გამყიდველმა მისი სრულად აღდგენა გადაწყვიტა. ამისათვის სხვა Morris Marina იყიდა, რომელიც დაზიანებული ავტომობილისთვის დონორი გახდა.

ლოტის აღწერაში მითითებული იყო, რომ Morris Marina თავიდან შეღებეს და საჭიროებს საქარე და უკანა მინების ჩასმას, ასევე სჭირდება ბამპერები, ფარები და სალონი.

Morris Marina-ს მარკა Austin-Morris 1971-1980 წლებში უშვებდა. ავტომობილი ასევე ცნობილია Austin Marina-ს, Leyland Marina-სა და Morris 1700-ის სახელებით. ავტომობილი ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი იყო – 1973 წელს Marina-მ Ford Escort-საც კი აჯობა და გაყიდვების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები