LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია გასული წლის ყველაზე ლამაზი ავტომობილი და ვინ არის საუკეთესო საავტომობილო დიზაინერი?

22

პარიზში, რიგით 33-ე საერთაშორისო ავტოფესტივალზე სერიულ და კონცეპტუალურ მოდელებს შორის ყველაზე ლამაზი ავტომობილი აირჩიეს. ეს წოდება წელს ფრანგულმა სპორტქარმა Alpine A110 მიიღო. ის აღდგენილი მარკის პირველი მოდელია და საზოგადოებამ 2017 წელს, ჟენევის ავტოსალონის ფარგლებში იხილა.

ყველაზე ლამაზი ავტომობილის კონკურენტები იყვნენ: BMW X2, რომელმაც „ვერცხლი“ აიღო და DS7 Crossback, რომელსაც ბრინჯაო ერგო. პრეტენდენტებს შორის ასევე იყვნენ: Volvo XC60, Jaguar E-Pace და Mazda MX-5.

ყველაზე ლამაზი ინტერიერი 2017 წელს ფრანგულ მოდელს DS7 Crossback აღმოაჩნდა.

პარიზში, წლის სუპერქარად McLaren 720S აღიარეს, რომელის პრემიერაც ასევე ჟენევაში მოხდა.

ყველაზე მიმზიდველი კონცეპტი ისევ Mazda-ს ავტომობილი გახდა.

2016 წელს გამარჯება კუპე RX-Vision-ს ერგო, მიმდინარე წელს კი Concept Vision Coupe.

ფუტურიზმის ყველაზემაღალი დონე ჟიურის აზრით გასული წლის პროექტებს შორის Italdesign-ისა და Airbus-ის ერთობლივ პროექტს – Pop.Up-ს აჩვენა.

საუკეთესო საავტომობილო დიზაინერი ჯერი მაკჰოვერნი გახდა, რომელიც Land Rover-ის შეფ დიზაინერის პოსტს იკავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები