ბელგიაში სინათლის ფესტივალი დაიწყო. ულამაზეს სანახაობას წელს გენტის პროვინცია მასპინძლობს და შოუ 4 თებერვლამდე გაგრძელდება. ფესტივალის სტუმრებს მასშტაბური ვიდეოპროექციები, ინსტალაციები და თვალისმომჭრელი ნათება ელოდებათ. სანახაობა არამხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს, არამედ ინდუსტრიული რაიონის ნაწილსაც მოიცავს.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალი ყველა ასაკის სტუმარზეა გათვლილი, თუმცა ის ყველაზე მეტად მაინც პატარებს მოეწონებათ, რადგან გენტის ქუჩებში ყველაზე ცნობილი ზღაპრები გაცოცხლდება.