LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასანგრევად მზადებისთვის ავტოფარეხში კლასიკური სპორტქარები იპოვეს

22

გადაცემა The Barn Find Hunter-ის წამყვანებმა ძველ ავტოფარეხში, რომელიც ბაღის ინვენტარით იყო სავსე, ორი კლასიკური 1960 წლის სპორტქარი აღმოაჩინეს: Ferrari 275 GTB და Shelby Cobra 427. ავტომობილებმა ხელუხლებლად 30 წელი გაატარეს, მანამ სანამ მეპატრონეს მისი დანგრევის შესახებ არ მიუვიდა უწყება.

ნაპოვნი Ferrari – წაგრძელებული ცხვირით გამოირჩევა, რაც მაღალ სიჩქარეზე მდგრადობას უწყობს ხელს. მისი გარბენი 21 000 კილომეტრია.

კაპოტ ქვეშ 3,3 ლიტრიანი V12 ძრავი აქვს, რომელის სიმძლავრეც 290 კმ/სთ-ს შეადგენს. აგრეგატი ხუთ საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 260 კილომეტრია.

რაც შეეხება მეორე აღმოჩენას, ის Shelby Cobra-ს ორიგინალი ვერსიაა, რომელსაც Ford-ის შვიდ ლიტრიანი V8 ძრავი აქვს. ის 431 ცხენის ძალას ავითარებს. ას კილომეტრს როდსტერი 4,2 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 262 კმ/საათს შეადგენს. ასეთი ავტომობილის ფასი ორ მილიონ დოლარს აღემატება.

ამავე ავტოფარეხში აღმოაჩინეს 80-იანი წლების BMW 325ix, 1976 წლის Triumph TR-6 და 1978 წლის Morgan Plus 8.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები