LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში „პროფესიონალი უსაქმურის“ ვაკანსია გაჩნდა

32

შვედეთში „პროფესიონალი უსაქმურის“ ვაკანსია გაჩნდა. საინტერესო შეთავაზება ტურისტული სააგენტოს – „TUI“-ს გვერდზე გამოქვეყნდა. კომპანია ეძებს ადამიანს, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ – თავის ტურისტად მოჩვენება დაევალება. რეალურად კი ის ოფისში უნდა იჯდეს და ისე მოიქცეს, თითქოს სანაპიროზე ისვენებს. ბუნებრივია, ამისთვის „ტურისტს“ საკმაოდ სოლიდური ხელფასი ექნება. დამსაქმებლები ეძებენ ადამიანებს, რომლებიც არასტანდარტულად ფიქრობენ და მათი საყვარელი საქმიანობა უსაქმუროდ ყოფნაა. გარდა ამისა, შერჩეულ კანდიდატს ფსიქოლოგიური პრობლემები არ უნდა ქონდეს და მხოლოდ დასვენებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. „პროფესიონალი უსაქმურები“ 22 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით იმუშავებენ და მათი ანაზღაურება საათობრივი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები