წამყვანი საავტომობილო ექსპერტები The Washington Post-თან ინტერვიუში გამოთქვამენ დამაჯერებელ მოსაზრებას, რომ თანამედროვე ავტომობილები თავიანთ მფლობელებს გააკონტროლებენ. სამწუხაროდ, სპეციალისტები არ საუბრობენ, რაში სჭირდებათ ავტომწარმოებლებს მონაცემები მძღოლების ადგილმდებარეობისა და მოქმედებების შესახებ. ექსპერტები აზუსტებენ, რომ თვალთვალი მაშინ ხდება, თუკი სპეციალური მოწყობილობა მუდმივად ინტერნეტთან არის დაკავშირებული.
გარდა ადგილმდებარეობისა, თანამედროვე საავტომობილო ელექტრონიკა აკონტროლებს როგორც მართვის სისწრაფეს, ისე სალონში ჟღერად მუსიკას. ექსპერტები დარწმუნებით ამბობენ, რომ ელექტროობას შეუძლია მძღოლის თვალის მოძრაობას უთვალთვალოს, ასევე გამოიცნოს წონა და ის, თუ რა საკვები უყვარს მფლობელს.
სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია ავტომწარმოებლებს მარკეტინგული სააგენტოებისთვის სჭირდებათ, რომლებიც სტრატეგიულად უფრო ეფექტურ რეკლამას დაგეგმავენ.