დეტროიტის მოტორშოუზე კონკურსის „წლის ჩრდილოამერიკული მსუბუქი ავტომობილი და ყველგამავალი“ შედეგები გახდა ცნობილი.
პირველი ადგილი კატეგორიაში მსუბუქი ავტომობილი Honda Accord-მა დაიკავა.
საუკეთესო ქროსოვერი Volvo XC60 გახდა, ხოლო დიდ ყველგანმავლებში პირველი ადგილი Lincoln Navigator-ს ერგო.
გარდა Accord-სა, მსუბუქი ავტომობილების კატეგორიაში ასევე წარდგენილნი იყვნენ Toyota Camry და Kia Stinger.
ნომინაციაში „წლის საუკეთესო ქროსოვერი ან მინივენი“ Volvo-სთან ერთად Alfa Romeo Stelvio და Honda Odyssey იყვნენ დასახელებულნი.
2016 წელს ქროსოვერებს შორის გამარჯვება Volvo -ს სხვა მოდელმა – XC90-მა დაიკავა.
Navigator-თან ერთად პირველობისთვის Ford Expedition და Chevrolet Colorado ZR2 იბრძოდნენ.
2017 წლის საუკეთესო ავტომობილებად აშშ-ში Chevrolet Bolt, Honda Ridgeline და Chrysler Pacifica დაასახელეს.