LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

31

გაზაფხულზე სომხეთში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება. აკრძალვა იმ სატრანსპორტო საშუალებებს შეეხება, რომელსაც პირველი აპრილის შემდეგ შეიტანენ. ის ავტომობილები, რომლებიც ქვეყანაში ამ თარიღამდე შევიდნენ, ექსპლუატაციას ჩვეულებრივ გაგრძელებენ.

მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან სომხეთის მთვარობა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტსა და გაყიდვას აკრძალავს, რაც ქვეყნის გზებზე მათი წილის ზრდის კრიტიკულ დონეს უკავშირდება.

მთავრობის განცხადებით, ამ დროისათვის სომხეთის გზებზე დაახლოებით 36 000 მარჯვენასაჭიანი ავტომობილი დადის და მათგან 13 000 ავტომობილის იმპორტირება მხოლოდ გასულ წელს მოხდა. სომხეთში კი, ისევე როგორც სხვა პოსტ საბჭოურ ქვეყნებში ტრადიციული, მარჯვენა მხრიანი მოძრაობაა მარცხენა საჭიანი ავტომობილებისთვის.

ჩინოსნები შიშობენ, რომ თუკი მარჯვენა საჭიანი ავტომობილების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, ქვეყანა იძულებული გახდება მარცხენა მხრიან მოძრაობაზე გადავიდეს, ეს კი ძვირადღირებული და რთული პროცესი იქნება. გარდა ამისა, ტრანსპორტის სამინისტრო ამბობს, რომ მარჯვენა საჭიანი ავტომობილები გზებზე საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან ავტომობილები მარჯვენა მხარეს გადაადგილდებიან.

სომხეთში მარჯვენა საჭიანი მეორადი ავტომობილების იმპორტი ძირითადად იაპონიიდან ხდება. ამ გადაწყტვეტილების გამო მოსახლეობა რეგულარულ პროტესტს აპირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები