იტალიის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა კოლიზეუმია. ტურიზმის სამინისტრომ გასული წელი შეაჯამა და დაადგინა, რომ ყველაზე მეტი ვიზიტორი სწორედ რომაულ ამფითეატრს ჰყავდა. უფრო ზუსტად კი, ისტორიული ძეგლის სანახავად გასულ წელს ქალაქს 7 მილიონი ადამიანი ეწვია. ყველაზე პოპულარულ დანიშნულებათა მეორე ადგილს ქალაქი – პომპეი იკავებს, მას 2017 წელს 3 მილიონი ვიზიტორი ყავდა, ლიდერთა სამეულს კი 2 მილიონი დამთვალიერებლით ფლორენცია ასრულებს. ფლორენციის შემთხვევაში ტურისტთა ინტერესის მთავარი ობიექტი გალერეა უფიცი, 1560-1581 წლებში აგებული სასახლე-მუზეუმი იყო.
კოლიზეუმი