სამეფო კარზე ჯანყი მზადდება.
მადრიდის “რეალის” რიგებში ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მწიფდება, – იტყობინება გამოცემა Diario Gol. როგორც ირკვევა, ესპანეთის ჩემპიონის მოთამაშეები კლუბის ლიდერის კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ გამოდიან.
პირველმა, ვინც პორტუგალიელის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა, შემტევი ნახევარმცველი ისკო გახდა. მოგვიანებით, მას მხარი დაუჭირეს სერხიო რამოსმა, მარკო ასენსიომ, დანი სებალიოსმა და ლუკას ვასკესმა.
მოთამაშეები დაიღალნენ “ოქროს ბურთის” მფლობელის ეგოიზმით, რაც ხელს უშლის “რეალში” მაღალი დონის ფეხბურთელების მიწვევას.