LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan Leaf-ის მეორე თაობა ევროპაში არნახული პოპულარობით სარგებლობს

40

Nissan Leaf-ის მეორე თაობა ევროპაში არნახული პოპულარობით სარგებლობს. არც ისე დიდი ხანია მას შემდეგ, რაც კომპანია Nissan-მა სადებიუტო ელექტროქარის მეორე მოდელის გამოშვება დააანონსა, თუმცა მისი შეძენის სურვილი უკვე ათასობით ადამიანმა გამოთქვა. უფრო ზუსტად კი Nissan Leaf-ის წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ ევროპული ქვეყნების მასშტაბით 10 000-ს გადააჭარბა. ეს კი წინა თაობის მაჩვენებელზე ბევრად მეტია.

შეგახსენებთ, რომ Nissan-ის ახალი ელექტროქარის წარმოება დიდ ბრიტანეთში დაიწყო და სიახლეს უამრავი ინოვაციური სისტემა აქვს. მათ შორის არის განახლებული Propilot და E-Pedal, რაც მძღოლს მოძრაობას ბევრად გაუადვილებს. საინტერესოა, რომ მოდელი 150 ძალის მქონე ელექტროძრავითაა აღჭურვილი და ერთი დამუხტვით 378 კმ-ს დაფარვა შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები