LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა საბჭოთა სატვირთოს ტესტდრაივი ჩაატარეს (ვიდეო)

25

ვიდეობლოგერმა პაველ სუსლოვმა თავის კალიფორნიელ მეგობრებთან, პოლ და ჯეი ტისთან ერთად საბჭოთა წარმოების ავტომობილი გატესტა. ტესტდრაივი ლეგენდარულ სატვირთოს ГАЗ-66-ს ჩაუტარეს. ბლოგერებმა ავტოპარკინგის საზღვრები არ დატოვეს, რადგან დაზღვევის არ ქონის გამო პოლიციის ყურადღების მიქცევა არ სურდათ.

ამერიკელები დიდ ხანს ცდილობდნენ ავტომობილის სახელოწოდების წარმოთქმას, ამის შემდეგ კი ვერაფრით ვერ გაიგეს, რა მიზნით მოხდა ასეთი ავტომობილის წარმოება – ვიწრო კაბინა, რთულად მისაწვდომი გადაცემათა სახელური…

ამერიკელებმა საბჭოთა მოდელის ბრუტალური ექსტერიერიც შეაფასეს, გაიოცეს კომპლექტაციების ზოგიერთი თავისებურებით, შეაქეს „სამამულო“ კონდინციონერი და დადეს პირობა, რომ ГАЗ-66-ის მახასიათებლებს დეტალურად შეაფასებენ. ახალი ტესტდრაივი უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები