მერაია ქერი პარიზს ახალი საკონცერტო ტურნეს All I Want for Christmas Is You ფარგლებში ეწვია. მასთან ერთად იყო მისი ბოიფრენდი ბრაიან ტანაკა და ვაჟიშვილი მოროკანი.
წყვილი მაღაზიებში სიარულის დროს გადაიღეს. შოპინგის შემდეგ ისინი სასტუმროში დაბრუნდნენ და ივახშმეს.
შეგახსენებთ, რომ დასავლური მედია გამუდმებით წერდა, რომ ახალგაზრდა ბოიფრენდი ქერის პროფესიონალურ წარმატებაზე ნეგატიურად მოქმედებს. ინსაიდერები ირწმუნებოდნენ, რომ ვარსკვლავმა მის გამო გაათავისუფლა მენეჯერი, რომელიც მასთან ერთად წლების მანძილზე მუშაობდა და ეს მოვალეობა საკუთარ თავზე აიღო, თუმცა, ბრაიანი საკმაოდ ცუდად ერკვევა შოუბიზნესში და ეს ყველაფერი ქერის კარიერაზეც აისახება. იხილეთ სურათები