LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ყველა დროის, ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი

70

ექსპერტებმა ყველა დროის საავტომობილო გაყიდვების მაჩვენებლები დაითვალეს და ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები გამოავლინეს. პირველი ავტომობილი, რომელიც სპეციალისტებმა გაიხსენეს, Ford Model T გახდა, რომელიც კონვეირიდან 1908 წელს გამოვიდა, 1937 წელს კი მისი გამოშვება შეჩერდა. ავტომობილი მრავალი მიზეზის გამო ძალიან პოპულარული იყო. Ford Model T გახდა პირველი ავტომობილი, რომლის შეძენას საშუალო კლასის ამერიკელებიც ახერხებდნენ.

1915 წელს Ford-მა რეკორდი დაამყარა, მილიონი ეგზემპლარი Ford Model T გაყიდა, მთლიანობაში ეს მოდელი კონვეირიდან 15 მილიონი ერთეული გამოვიდა.

რაც შეეხება Volkswagen Beetle-ს, ის 20 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ავტომობილი ასეთი გაყიდვადი თავისი ფასის გამო გახდა.

1974 წელს კი მსოფლიო ახალი რეკორდსმენი მოევლინა. საუბარია ავტომობილზე Toyota Corolla, რომელიც ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. 2013 წლის მონაცმებით, კოროლას ტირაჟი 40 მილიონ ერთეულს შეადგნდა და ის ისევ მრავალი ქვეყნის ბესტსელერია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები