LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lufthansa მოგზაურებს შემთხვევითი მიმართულებით გაფრენას სთავაზობს

24

Lufthansa მოგზაურებს შემთხვევითი მიმართულებით გაფრენას სთავაზობს. გერმანიის ნაციონალურმა ავიაკომპანიამ მომხმარებლებს საკმაოდ ორიგინალური წინადადება შესთავაზა. AnyWay Travel Pass – ეს არის ახალი პროგრამა, რომელიც სპეციალურად იმ ადამიანებისთვისაა შექმნილი, ვისაც სიურპრიზები უყვარს. საქმე ისაა, რომ უნიკალური ბილეთის მფლობელმა ბოლო წუთამდე არ იცის, თუ სად მიემგზავრება. არჩევანი კი მართლაც დიდია, შემთხვევით მიმართულებებს შორის შესაძლოა  – ბანგკოკი, მუმბაი, ბოსტონი, დელი, დუბაი, ჰონგკონგი, ლოს-ანჯელესი, მაიამი, პეკინი, შანხაი ან თელ-ავივი მოხვდეს.

შეთავაზების ღირებულება 179 ევროა და ბილეთების გაყიდვა 1 დეკემბრიდან დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები