პარიზში პირველი ნუდისტური რესტორანი გაიხსნა. O’naturel-ში ვახშმის მსურველებს ტანსაცმლის მთლიანად გახდა და შესასვლელში დატოვება მოუწევთ. დაწესებულებს ქუჩაში გამავალი ფანჯრები არ აქვს, ამიტომ სიახლე საზოგადოებას ვერანაირად ვერ შეაწუხებს. შესაბამისად, ნუდისტები ადგილობრივებს საერთოდ არ ადარდებთ. ინოვაციური რესტორანი სულ 40 ადამიანზეა გათვლილი და მენიუს მინიმალური ღირებულება 30 ევროდან იწყება.
აღსანიშნავია, რომ O’Naturel-ის გახსნას პარიზის ნუდისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მართალია, დაწესებულება საფრანგეთში ინოვაციას წარმოადგენს, თუმცა მსგავსი რესტორნები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმატებით ფუნქციონირებენ. მაგალითად, ერთ-ერთია ლონდონი, სადაც ნუდისტური პაბი უკვე მეორე სეზონის გახსნისთვის ემზადება.