სტივ ჯობსის სპორტქარს აუქციონზე გამოიტანენ. 2000 წელს გამოშვებული თეთრი კაბრიოლეტი BMW Z8, რომელიც Apple-ის დამაარსებლის პირად კოლექციაში იყო, შტატებში გაიყიდება. აუქციონის ორგანიზატორი Sotheby’s სახლი გახდა და ის 2017 წლის 6 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი. როგორც „Associated Press” იუწყება, ჯობსის ავტომობილის საწყისი ფასი 300 ათასი დოლარი იქნება და მის ახალ მფლობელს გადასცემენ დოკუმენტებს, სადაც მისი ძველი მფლობელის ვინაობა ოფიციალურად იქნება აღნიშნული.
აუქიცონი ნიუ-იორკში გამიართება და ექსპერტების ვარაუდით, საინტერესო ლოტის მოპოვება ბევრ კოლექციონერს ენდომება.