ბრიტანელი ტურისტი, 27 წლის იურისტი, კრის ჯინსი გეგმავდა მეგობარი გოგონასთვის ხელი ბალიზე დასვენებისას ეთხოვა. თუმცა, გარემოებებმა ახალგაზრდა აიძულა გოგონა ცოლობაზე ჯერ კიდევ ფრენისას დაეთანხმებინა.
The Mirror წერს, რომ ლაინერმა, რომლითაც წყვილი მიფრინავდა, სიმაღლის დაკარგვა დაიწყო. სალონში ჟანგბადის ნიღბები ჩამოცვივდა, ჯინსი შეშინდა, რომ შეყვარებულისთვის ხელის თხოვნას ვეღარ მოასწრებდა და ამიტომ იქვე სთხოვა კეისი ინჩელს ცოლობა. გოგონა დასთანხმდა, თვითმფრინავი კი ვსტრალიაში დაუგეგმავად დაეშვა.
წყვილი კომპანია AirAsia-ს ლაინერით ავსტრალიური პერტიდან ინდონეზიურ კუნძულ ბალიზე მიფრინავდა.