LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთში მასობრივი გაფიცვის გამო ავიარეისების 30 პროცენტი გაუქმდა

20

საფრანგეთში მასობრივი გაფიცვის გამო, დაგეგმილი ავიარეისების 30 პროცენტი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია BFM ავრცელებს.

შეზღუდვები შეეხება Air France-ის, Easyjet-ისა და Ryanir-ის ფრენებს. გაუქმდა რეისები ბორდოს, ლიონის, პარიზის, ნიცის, მარსელის და ტულუზის აეროპორტებიდან.

მასობრივი გაფიცვის გამო, შეფერხებებით მუშაობენ საავადმყოფოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამართალდამცავი სტრუქტურებიც. პროფკავშირების ცნობით, საფრანგეთის მასშტაბით 150 მანიფესტაცია გაიმართება.

აქციაში, რომელიც საფრანგეთის მთავრობის მიერ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგ არის მიმართული, მილიონობით ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

გაფიცულები სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების შემცირებას აპროტესტებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები