LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით უინსლეტმა ლეონარდო დიკაპრიოსთან შეუმდგარ რომანზე ისაუბრა

38

ქეით უინსლეტი ახალი ფილმის, „ჩვენს შორის მთებია“ პრომო კამპანიის ფარგლებში დილის გადაცემას ესტუმრა. საუბარი სხვადასხვა თემებს შეეხო, მათ შორის იმასაც, ჰქონდათ თუ არა რომანი მას და ლეონარდო დიკაპრიოს „ტიტანიკის“ გადაღებების პერიოდში.

„7 თვის განმავლობაში, მე და ლეო ინტენსიურად ვმუშაობდით. ორივე ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, თუმცა საბედნიეროდ, არასოდეს გვყვარებია ერთმანეთი და ფლირტაობაც კი არ გვიცდია. ვიცი, ამ სიტყვებს ბევრი ვერ გაიგებს, მაგრამ მართლა არასოდეს შევხვედრივართ ერთმანეთს. სწორედ ამის გამო, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ!“- განაცხადა ვარსკვლავმა.

„ტიტანიკში“ შესრულებული როლისთვის ქეითი „ოკსარზეც“ იყო ნომინირებული კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“, თუმცა, საბოლოოდ ჯილდო ჰელენ ჰანტმა აიღო. ამის შემდეგ ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე ის კიდევ სამჯერ წარადგინეს, თუმცა, პრემია 2009 წელს მიიღო ფილმისთვის „მკითხველი“. უინსლეტმა აღიარა, რომ „ოსკარზე“ ოცნებობდა და სამადლობელ სიტყვას სახლის აბაზანაში მეცადინეობდა.

მიმდინარე კვირას ეკრანებზე ქეითისა და იდრის ელბას მონაწილეობით ფილმი „ჩვენს შორის მთებია“ გამოდის. მსახიობის თქმით, გადაღებები ძალიან რთული იყო და ამ დრომდე უსიამოვნო შედეგებს ებრძვის, რაც ფილმზე მუშაობამ მოიტანა.

„ჩემი გმირი, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უამრავ ტრავმას იღებს, თუმცა ყველაზე მეტად ფეხი აქვს დაზიანებული, შესაბამისად მთელი გადაღების პროცესში ვკოჭლობდი. მთელი წონა მარჯვენა ფეხზე მქონდა, შესაბამისად განიმივითარდა ართრიტი და დღეს იოგაზე კედები მაცვია, რის გამოც ბევრს შეშლილი ვგონივარ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები