LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორეაში უბრალო ადამიანებს საწვავს არ აძლევენ

13

ჩრდილოეთ კორეაში ახალი აკრძალვა შემოიღეს – ამიერიდან საწვავის შეძენას მხოლოდ ჩინოვნიკები შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბენზინის მარაგები დაზოგოს, ამიტომ მის მოხმარებას მხოლოდ პოლიტიკური მოღვაწეები და მდიდარი ჩინოვნიკები შეძლებენ.

გამოცემა „Asahi”-ს ინფორმაციით, საწვავის შეძენა მხოლოდ იმ ავტომობილებს შეეძლებათ, რომელთა საავტომობილო ნომრებიც – 727-ით იწყება. ეს ნომრები ქვეყნის მთავრობასთანაა დაკავშირებული.

ექსპერტთა შეფასებით, ჩრდილოეთ კორეა ომისთვის ეზადება და საწვავის მარაგის შექმნაც სწორედ ამის გამო სურს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები