კვლევითმა ცენტრმა CIES ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებათა დინამიკა შეისწავლა.
აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ბოლო სამ თვეში ”მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელი ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს ფასმა მოიმატა. მისი ღირებულება 102,7 მლნ-დან 158,5 მლნ ევრომდე გაიზარდა.
მეორე ადგილზეა კილიან მბაპე – ვუნდერკინდის სატრანსფერო ფასმა ბოლო 3 თვეში 50 მლნ ევროთი მოიმატა.
საპატიო მესამე ადგილი ”იუვენტუსის” ვარსკვლავმა პაულო დიბალამ დაიკავა, რომელიც 47 მლნ ევროთი ”გაძვირდა”.
აღმოჩნდა, რომ პსჟ-სა და ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავის, ნეიმარის სატრანსფერო ფასმა 240 მლნ ევროს მიაღწია. იგი ამ ჩამონათვალში მხოლოდ მეექვსე.
ათეულში ასევე მოხვდნენ: უსმან დემბელე, ალექს ოქლეიდ-ჩემბერლენი, მარკუს რაშფორდი, კევინ დე ბრუინი, მოჰამედ სალაჰი, ჯანლუიჯი დონარუმა.